Saturday, June 16, 2018

ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:


ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. 

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №40/ნ ბრძანებით 2016 წელს დამტკიცდა 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), რომლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: 


დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება 2018-2019 სასწავლო წლიდან.



ასევე, მომზადებულია საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის განსახილველი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:



No comments:

Post a Comment