Saturday, June 16, 2018

სიმულაცია How Small Is An Atom? Spoiler: Very Small.





ამ ვიდეოს ვიყენებ მე-9 კლაში ატომის თემის გავლის დროს.

ვიდეო გაკვეთილი Yellow Leaves by Giya Kancheli ყვითელი ფოთლები გია ყანჩელი

რა არის ინკლუზიური განათლება?

ინკლუზიური განათლება არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია, აკომოდაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:



ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
გაგრძელება იხილეთ მითითებულ მისამართზე 


ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:


ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. 

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №40/ნ ბრძანებით 2016 წელს დამტკიცდა 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), რომლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: 


დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება 2018-2019 სასწავლო წლიდან.



ასევე, მომზადებულია საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის განსახილველი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:



პირველი ჩანაწერი ბლოგზე

ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ჩემს ბლოგზე

ამ პორტფოლიოში ეტაპობრივად გავაკეთებ ჩანაწერებს ჩემ პროფესიულ გამოცდილებაზე. შემოგთავაზებთ საინტერესო რესურსებს და გეგმებს.

იმედი მაქვს საინტერესო პორტფოლიო გამომომივა.