ნინო ცანდიშვილის პორტფოლიო
Monday, July 16, 2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მუსიკალური განათლების საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა
13/07/2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მუსიკალური განათლების საერთაშორისო სემინარს "საზოგადოების მუსიკალური აქტივობა" უმასპინძლა. სემინარში მონაწილეობს აკადემიური და პედაგოგიკური წრეებიდან ჩამოსული 60 უცხოელი დელეგატი.
სემინარი რომლის ორგანიზატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად არის აიოვას უნივერსიტეტი (ISME) მოიცავდა მოხსენებებს, პრეზენტაციებს და ვორქშოფებს, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა, სკოლამდელი განათლება, მუსიკალური განათლება საგანგებო საჭიროების მოსწავლეებისათვის, მუსიკა სკოლაში, ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკის სწავლება. ასევე, სემინარზე გაიმართა მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები.
ISME-ს 33-ე საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო საზოგადოება მუსიკალური განათლებისთვის“ 15-20 ივლისს აზერბაიჯანში, ბაქოში ჩატარდება. წელს სემინარები ტარდება, ასევე ზალცბურგში, მიუნხენში, დუბაიში, ალმა-ატაში და სხვა ქალაქებში.
სემინარი ტარდება 1988 წლიდან და ხელმძღვანელობს 14 ქვეყნის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომისია.
ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა 6 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 7-14 ივლისს რუმინეთის ქ. კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 252 შესაძლებელიდან 212 ქულა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 27-ე ადგილი დაიკავა.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, ლიდერი, გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, გივი ნადიბაიძე, ასისტენტი - აღნიშნული ოლიმპიადის IMO 2017 წლის ოქროს მედალოსანი (ინდივიდუალური შედეგი მე-5 ადგილი 630 მოსწავლეს შორის) ალექსანდრე საათაშვილი.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ.
Saturday, June 30, 2018
Saturday, June 23, 2018
Saturday, June 16, 2018
სიმულაცია How Small Is An Atom? Spoiler: Very Small.
ამ ვიდეოს ვიყენებ მე-9 კლაში ატომის თემის გავლის დროს.
Subscribe to:
Posts (Atom)